თეგი: ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ხმების 70 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ არსებული შედეგები აჩვენებს, რომ ორბანის პარტია „ფიდესმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. „როგორ ხდება, რომ ჩვენ ყველაზე მეტად მოვიგეთ, როცა ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო გაერთიანებული? ნუ გეშინიათ, გამაგრდით, სამშობლო თქვენთანაა. იმდენად დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომ ამის დანახვა მთვარიდანაც შეგიძლიათ, მაგრამ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ამის ნახვა ბრიუსელიდან“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. უნგრეთში საყოველთაო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მთავარ მოწინააღმდეგეებს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz და 6 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებული ალიანსი წარმოადგენდა. ხოლო ოპოზიციური პარტიების ალიანსის ლიდერი 49 წლის პეტერ მარკი-ზაია.  

უნგრეთმა უკრაინაში ომის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობა იხელმძღვანელებს საგანგებო უფლებამოსილებებით, რათა შეძლოს უფრო სწრაფად უპასუხოს მეზობელ უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სამშაბათს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, უნგრეთმა უნდა „დაიცვას ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა.  ორბანმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ მიღებული პირველი ზომები ოთხშაბათს გამოცხადდება. ორბანის მთავრობას უკრაინის ომის შედეგებთან გამკლავება უწევს. მათ შორის, წლიური ინფლაციის (9,5%) და ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც გაიზარდა პირველ კვარტალში წინასაარჩევნო დანახარჯების გამო. მას ასევე სურს, ეკონომიკის შესამჩნევი შენელება აირიდოს თავიდან. ორბანის პარტია Fidesz-მა კვლავ მოიპოვა პარლამენტში უმრავლესობის ორი მესამედი აპრილის არჩევნებში, თანდათან გაზარდა თავისი უფლებამოსილება 12 წლის განმავლობაში. ორბანი „დემოკრატიის ეროზიის“ მიზეზით ევროკავშირისა და უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან კრიტიკას ხშირად იმსახურებდა.  

ორბანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ. ორბანი დღეს ევროსაბჭოს სხდომის წინ ბელგიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგის და მალტის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან ერთად ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდა. შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტსა და ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრს მიაჩნიათ, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცოგოვინამაც უნდა მიიღონ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ორბანი რუსული გაზის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს - Bloomberg

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხდა, რომ სამომავლოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მხოლოდ იმ სანქციებს დაუჭერს მხარს, რომლებიც „უნგრეთის ენერგოპოლიტიკისთვის მომაკვდინებელი არ იქნება“. ამის შესახებ Bloomberg წერს. პეტერ სიიარტო: უნგრეთი, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters ორბანმა აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ, რუსულ გაზთან დაკავშირებულ ნებისმიერ სანქციას, თუმცა „დინების საწინააღმდეგოდ“ სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ წავა. ამასთან, უნგრეთი რუსეთთან ერთად ავითარებს ენერგოპროექტს და პაკშში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყება.  

ორბანის მრჩეველი პრემიერის „ნაცისტური“ გამონათქვამების შემდეგ გადადგა

„ჩვენ მზად ვართ, შევერიოთ ერთმანეთს, მაგრამ არ გვინდა, გავხდეთ შერეული რასის ხალხები”, - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი ვიქტორ ორბანის ამ განცახადების შემდეგ გადადგა.  ჟუჟა ჰეგედუსმა, რომელიც 20 წელია, ორბანს იცნობს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო მისი მრჩეველი, უნგრული მედიის თანახმად, პრემიერ-მინისტრის სიტყვას „წმინდად ნაცისტური ტექსტი” უწოდა. გასული კვირის ბოლოს, ორბანი სიტყვით გამოვიდა რუმინეთის იმ რეგიონში, სადაც მრავალრიცხოვანი უნგრული თემი ცხოვრობს. ორბანმა თქვა, რომ ევროპელი ხალხები თავისუფალნი უნდა იყვნენ ერთმანეთთან შერევის კუთხით, თუმცა არაევროპელებთან შერევამ, მისი სიტყვებით, „შერეული რასის სამყარო“ შექმნა. ჟუჟა ჰეგედუსისთვის ორბანის ეს რეპლიკები წითელი ხაზი აღმოჩნდა. „არ ვიცი, როგორ ვერ შეამჩნიეთ, რომ თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვა არის წმინდად ნაცისტური ტირადა, ჯოზეფ გებელსისთვის შესაფერისი”, - აღნიშნულია ჰეგედუსის წერილში. მისი თქმით, ის დიდი ხნის განმავლობაში იცავდა პრემიერ-მინისტრს, როცა ანტისემიტიზმში ადანაშაულებდნენ, თუმცა მისი ბოლო გამოსვლა გაუმართლებელია. „გულწრფელად ვწუხვარ, რომ ასეთმა სამარცხვინო პოზიციამ მაიძულა, გავწყვიტო ჩვენი ურთიერთობა”, - წერს ჟუჟა ჰეგედუსი.  ორბანი 2022 წლის აპრილში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მეოთხე ვადით გახდა.    

ორბანის განცხადებით, ბრიუსელი უნგრეთის „უფროსი“ არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცახებით, მისი ქვეყანა საკუთარი თავის უფროსი თავად არის. ამის შესახებ ორბანმა Facebook-ზე დაწერა. ორბანი რუსული გაზის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს - Bloomberg „ბრიუსელი არ არის ჩვენი უფროსი. ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერუნული უნგრული ნაცია ვართ. ჩვენ ვმონაწილობთ ერთობლივ გადაწყვეტილებებში. თუ ჩვენ გვაწყობს ეს გადაწყვეტილება, ამის შესახებ ვიტყვით“, - დაწერა ორბანმა.  ორბანის მრჩეველი პრემიერის „ნაცისტური“ გამონათქვამების შემდეგ გადადგა შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებით, სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირი რამდენჯერმე გააკრიტიკა. მისი თქმით, „დასავლეთმა იარაღიდან თავისი ფილტვების მიმართულებით გაისროლა და დახჩობა ელის“.   

ვიქტორ ორბანი მოსკოვში, მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვას დაესწრო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარის, ასევე, სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის დაკრძალვას დაესწრო. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა რუსული მედიის ცნობითვე, ორბანს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს. მიხეილ გორბაჩოვი დღეს, მოკოვში ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე, საპატიო ყარაულით დაკრძალეს.   

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა, თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.  ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო უნგრეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.   

ვქიტორ ორბანი: უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი მალე დასრულდეს, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე. მისი თქმით, ამ საკითხში ქვეყნების პოზიციები ემთხვევა და მათი სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს. „მინდა, მივესალმო ჩემი კოლეგის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი დელეგაციის ვიზიტს. გუშინ მე და ბატონ ირაკლის გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია და დღევანდელ ფორმატში გაგრძელდა ეს შეხვედრა. მინდა, ვთქვა, რომ უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი, პოზიტიური გრძნობები საქართველოს მიმართ, შეიძლება, პრინციპში ითქვას მიკერძოებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი საწყისი პლატფორმა გვაქვს მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები არიან გეოგრაფიულად დაშორებულნი, საქართველო კავკასიის რეგიონშია, ჩვენ აქ ვართ, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სხვაობები ბევრია, მაგრამ მსგავსებაც ბევრია. ჩვენთვის არ არის რთული იმ ძირითადი, საკვანძო ხაზის გაგება, რომელიც საქართველოს, ქართველ ერს აქვს. არ არის იმის გაცნობიერება რთული, თუ რა ამოძრავებს საქართველოს. ორივე ქვეყანას აქვს მდიდარი ისტორია, მდიდარი კულტურული ტრადიციები და ჩვენ უნიკალური ენები გვაქვს. ეს კულტურა და ეს ენა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერების და მათი ისტორიის სასიკეთოდ. ასევე, ვუთხარი ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ უნგრელები კითხულობენ, რატომ გვაქვს უნგრული ენა და უნგრული კულტურა, უნდა გვქონდეს სტამბოლის, ბერლინის და სხვა დედაქალაქების დღის წესრიგის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მემკვიდრეობა გადაეცეს მომავალ თაობებს და ჩვენი არსებობის მისია შედგეს. ასევე, მინდა, ვთქვა საქართველოს შესახებ. რაც შეეხება პოლიტიკას, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დღიდან და რადგან არანორმალურ დროში გვიწევს არსებობა, უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით. ეს არის ფასების კრიზისი, ენერგეტიკული მატარებლების კრიზისი და ვატარებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა დაინტერსებულ მხარესთან. ძალიან მოკლედ მინდა, გითხრათ დღევანდელი დღის შესახებ. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, ძალიან ახლოს ვართ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მშვიდობისა და ომის საკითხებზე. ჩვენ, უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი დასრულდეს მალე, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა ქართული ტელევიზიების თარგმანის მიხედვით.

ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეფასებით, გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, დისკრიმინაციული და ქართველი ხალხის უპატივცემულობა იყო. „კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შეხვედრისას შევეხეთ, ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთება და მისი წევრობის სურვილია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება გამოცხადდა ბრიუსელში, ვიტყოდი, რომ დისკრიმინაციული იყო გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ მოლოდოვას და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ძალიან ბევრს მუშაობს ბოლო წლებია და ეს გადაწყვეტილება უპატივცემულო იყო ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ. რას გავაკეთებ - ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით, 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა ქართული ტელევიზიების თარგმანის მიხედვით.  ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ვიქტორ ორბანისა და საქართველოს პრემიერის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრემეირის ინიციატივას, რომ ჩვენ ერთობლივ სამთავრობოთაშორისო შეხვედრას გავმართავთ უკვე თბილისში და მოხარული ვარ, რომ ბატონმა პრემიერმა ჩვენი მოწვევა მიიღო და მოხარულები ვიქნებით, ვუმასპინძლოთ მას საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაღრმაოთ სექტორული თანამშრომლობა სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით, ბატონი ორბანის მმართველობის და ლიდერობის დროს, ძალიან წარმატებული ქვეყანაა და ბევრი წარმატებული რეფორმა გაატარა ორბანის მთავრობამ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პოტენციალს ვხედავთ არამხოლოდ ვაჭრობასა და ტურიზმში, არამედ ენერგეტიკაში, როგორც უკვე აღინიშნა. მინდა, ასევე მადლიერებით აღვნიშნო, რომ განათლების სფეროში გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა და პირადად თქვენ მადლობა ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, მინდა, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა აფინანსებს ქართველ სტუდენტებს, მათ განათლებას უნგრეთში, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ინიციატივაა. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ესაა ჩენი მთავარი ამოცანა, მთავარი არჩევანი და კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ჩვენი მასპინძლობისთვის და მე ვიქნები ძალიან ბედნიერი და მოხარული, ვუმასპინძლო მას თბილისში“, - აღნიშნა პრემიერმა. „მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელსა და მე, მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, ამაზე შევთანხმდით და მას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროს შორის, პირველი პირებს შორის. ჩვენ გვექნება ეს მნიშვნელოვანი სტიმული, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ამიტომ, სანამ რამე სხვა დაიგეგმება, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის საზოგადოების და ჩვენი მთავრობის სახელით. საქართველოს დიდ წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი საქართველოს და მის მოსახლეობას“, - აღნიშნა თავის მხივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერს: თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამას ძალიან ვაფასებთ

„მინდა ვთქვა, თუ როგორ ვაფასებთ, რაოდენ ძლიერად ვაფასებთ პირადად თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ ძლიერი, ხმამაღალი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, ამას ძალიან ვაფასებთ, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ერთობლივ ბრიფინგზე.მისივე თქმით, საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი.„ვაფასებთ თქვენს შეფასებებს, რომლებიც უკავშირდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის ერთგულად მიჰყვებოდნენ ამ ცივილიზაციურ არჩევანს.   ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ღირსეული წევრი და ასევე NATO-ს წევრი. ჩვენ არამხოლოდ სიტყვებით ვახდენთ ამის არტიკულირებას და ამ სურვილის გამოხატვას, არამედ ჩვენ ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, ჩვენ გვსურს ჩვენი კონტრიბუცია შევიტანოთ ამ დიდ ოჯახში.მაგალითად, თქვენ კარგად იცით ბატონო პრემიერო, რომ ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ NATO-ს მისიებში, ერაყში, ავღანეთში, ვართ წარმოდგენილი ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს და მიმდინარეობს მუშაობა 12 რეკომენდაციაზე და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. „ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმ 12 რეკომენდაციაზე, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა. ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიციური პარტიები, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება, მალე მიიღოს. მე ასევე მინდა ვთქვა, ამის თაობაზე ბატონმა პრემიერმა უკვე ისაუბრა, რომ ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობებს და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. აქვე მინდა აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერსები დავიცვათ ამ რთულ დროს. საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს კიდევ უფრო მეტად ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დასრულდა

ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სახელით, ოფიციალური სადილი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ბატონ ვიქტორ ორბანს. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, ქართველ და უნგრელ ხალხს - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ბატონ ვიქტორ ორბანს. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, ქართველ და უნგრელ ხალხს. მაგრამ მე მინდა გამოვყო მთავარი - ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც არის დაფუძნებული ჩვენი ერები და ჩვენი სახელმწიფოები. სწორედ ქრისტიანული ფასეულობებით მოვედით ჩვენ დღემდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „დღეს, აქ, იმ მიზნით შევიკრიბეთ, რომ დიდი პატივისცემით მივესალმოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მისი ხელმძღვანელობით უნგრეთში ვიზიტად მყოფ სამთავრობო დელეგაციას. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა, ბატონებო! ჩვენ შორის მსგავსების დანახვაც ადვილია, რადგან ჩვენი ისტორიების ლოგიკა ერთმანეთს ჰგავს. აქვე მინდა ვახსენო ერთი პერსონალური საკითხი. პოლიტიკაში იშვიათია კარგი მებრძოლის პოვნა. თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, და მე დამეჯერება, რადგან 30 წელია პოლიტიკიაში ვარ, თუ ადამიანი მარცხდება პოლიტიკურ ველზე, ის, როგორც წესი, აღარ ბრუნდება ხოლმე. ამ მოცემულობას ძალიან ცოტა გამონაკლისი ჰყავს, ძალიან ცოტა ადამიანი ბრუნდება პოლიტიკაში! ჩვენი დღევანდელი სტუმარი იმ დიდებულთა შორისაა, რომლებიც პოლიტიკაში დაბრუნდნენ! ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ! მეორეჯერ მსახურობს ამ თანამდებობაზე! ის გახლავთ დიდი მებრძოლი და ამიტომაც არის ჩვენთვის სამაგალითო! ამიტომ, პირადად ჩემთვის არის დიდი სიამოვნება და პატივი, ვმასპინძლობდე მას დღეს აქ. მის ოჯახს დღეგრძელობას ვუსურვებ, ხოლო ერს - კეთილდღეობას!" - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. სადილს ასევე ესწრებოდნენ უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი სამომავლო ურთიერთობით დაინტერესებული ბიზნესსექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დღეს დასრულდა.   საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული ვიზიტი მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ საფეხურზე გადავა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა.    უნგრეთი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გამორჩეული მხარდამჭერია. შესაბამისად, ამ ვიზიტს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა.   ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ წლების განმავლობაში, გვექნება ახალი კონკრეტული იმპულსები, რომლითაც კიდევ უფრო დაახლოვდება ჩვენი ორი ქვეყანა, კიდევ უფრო გაძლიერდება თანამშრომლობა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ისევე როგორც თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში იქნება საქართველოსა და უნგრეთს შორის კავშირების გაძლიერების პრიორიტეტული მიმართულებები.   „გვქონდა ძალიან საინტერესო და სიღრმისეული განხილვები, თუ როგორ შეიძლება ურთიერთობები გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო დინამიკური, კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა გვექნება. ჩვენ გვეიმედება უნგრეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარდამჭერი. იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებულად გააგრძელოს თავისი საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით სვლა, უნგრეთი, სხვა პარტნიორებთან ერთად,  იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ხმამაღლა, ძალიან შედეგიანად შეძლებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას და დახმარებას“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ვიქტორ ორბანი: გვაქვს სურვილი, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მივიღოთ საქართველოსა და რუმინეთის გავლით

„გვაქვს სურვილი, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მივიღოთ საქართველოსა და რუმინეთის გავლით, ამით დავზოგავთ ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. „შეხვედრებზე შევეხეთ ენერგეტიკულ საკითხს. მინდა, ვაცნობო უნგრულ საზოგადოებას, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება და ეს ჩვენთვის არის საინტერესო. გვინდა ახალი, დიდი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს გავლით, რუმინეთის გავლით და ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება მომავალ წელს, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა. ძალიან გამიხარდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ემხრობა ამ ინიციატივას და ეს საკითხი ძალიან პრინციპული მნიშვნელობის არის უნგრეთისთვის“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. „ძალიან ბევრი რამე შეიძლება, გაკეთდეს ევროკავშირის გარედან ელექტრორესურსების მიღების კუთხით. გვინდა, რომ შედეგი იქონიოს და არამარტო მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გადაწყვეტილებაც ჰპოვოს ამ საკითხმა. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდ იმპორტს ვახორციელებთ, ძალიან დიდი მასშტაბით და ძალიან შორეული ქვეყნებიდან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი უნგრეთისთვის, რადგან ეს საკითხი დაკავშირებულია ინფლაციასთან, ფასების ზრდასთან“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა ქართული ტელევიზიების თარგმანის მიხედვით.  24 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია. „ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ Europetime-ის ინტერვიუ ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ - გია არაბიძე

ორბანი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილეთ

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილეთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია“, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.  

ვიქტორ ორბანის თქმით, ბრიუსელმა საქართველო უკან დატოვა, რაც მიუღებელი და ამორალურია

"ბრიუსელმა საქართველო უკან დატოვა. ეს მიუღებელი და ამორალურია" – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა. ეს მიუღებელი და ამორალურია. ჩვენ გვჭირდება  საქართველო ევროკავშირში“,- წერს ვიქტორ ორბანი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, ამ ბმულზე გაეცანით.  

ვიქტორ ორბანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი აცხადებს, რომ „მილსადენ „დრუჟბას“ გავლით ნავთობის მიწოდების შეწყვეტასთან და პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდანასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭოს შეხვედრა მოიწვია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაეწერა. მანამდე, უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდებis დროებით შეჩერების შესახებ უკრაინამ Transneft-ს შეატყობინა. UkrTransNafta, „დრუჟბას“ უკრაინულ მონაკვეთს მართავს. „დრუჟბა“, რომელიც რუსეთს აკავშირებს ევროპის ქვეყნებთან, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, 4000 კილომეტრის სიგრძის ქსელია. ის საბჭოთა კავშირიდან სოციალისტური ბლოკის ქვეყნების ნავთობის მომარაგებისთვის აიგო 1950-იან და 1960-იან წლებში. დრუჟბის" საშუალებით, ნავთობი რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, მათ შორის გერმანიას მიეწოდება.

ორბანი: ჩვენ გვჭირდება სუვერენული უკრაინა, რათა რუსეთმა ევროპას საფრთხე არ შეუქმნას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა უნდა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ, რათა რუსეთმა ევროპას საფრთხე არ შეუქმნას ამის შესახებ ორბანმა, ქრისტიან-დემოკრატთა საერთაშორისო ასოციაციის (CDI) წევრთა კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას ვიცე-პრეზიდენტის სტატუსი აქვს. ევროპის პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას ორბანმა, ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გამოწვევაზე, მათ შორის უკრაინის ომზე, ეკონომიკურ კრიზისზე, არალეგალურ მიგრაციასა და „დასავლური ნეომარქსისტული იდეოლოგიის გავრცელებაზე“. ომთან დაკავშირებით ორბანმა განაცხადა, რომ ევროპა ერთიანია იმის თაობაზე, რომ უკრაინა უნდა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ, რათა რუსეთმა ევროპას საფრთხე არ შეუქმნას. ამავდროულად, ორბანმა რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რეცესია თავიდან უნდა აიცილონ, ხოლო ომისა და ევროკავშირის სანქციების გამო, ენერგიის მაღალი ფასები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს კრიზისს უქმნის.  

ევროკომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი €13 მილიარდი გაყინა

BBC-ის ცნობით, ევროკომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი  €13 მილიარდი გაყინა.  „არავითარი თანხები არ იქნება, ვიდრე სათანადოდ არ იქნება განხორციელებული რეფორმების აუცილებელი ეტაპები“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა. როგორც BBC-ი იუწყება, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს €5.8 მილიარდს  ვიდრე სასამართლო დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ რეფორმებს არ განახორციელებს. ამასთან, კომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, დააყადაღონ €7.5 მილიარდი ევრო, რომელსაც უნგრეთი ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მოქალაქეთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, როგორც გაერთიანების შედარებით ღარიბი წევრი იღებს. ევროკომისია თვეების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს უნგრეთის ხელისუფლებასთან ქვეყანაში არსებულ მაღალ კორუფციასთან, სასამართლოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დამოუკიდებლობისა და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით.  

ვიქტორ ორბანი ბუქარესტში, საქართველოსა და რუმინეთის გავლით, შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის პროექტზე შეთანხმებას ხელს მოაწერს

17 დეკემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ხელს მოაწერს შეთანხმებას აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება ელექტროენერგას უნგრეთი, პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის გავლით შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის მეშვეობით მიიღებს. ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია უნგრეთის მთავრობის მეთაურის პრესმდივანმა ბერტალან ჰავასიმ განაცხადა, რომ ოთხმხრივი შეთანხმება , პროექტში მმონაწილე მხარეებს შორის, ბუქარესტში გაფორმდება.  შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო  

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: ახალგაზრდა რომ ვიყო, ვიტყოდი - ესაა Rock and roll, ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე

მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი რომ ეს არის ნამდვილი Rock and roll, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პლენარულ სესიაზე – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს „ჩვენ გამოვავლინეთ განახლებადი ენერგორესურსები, როგორც მომავლის გზა. დივერსიფიკაცია, მხოლოდ იქამდე არის ოცნება, სანამ ფიზიკური მდგომარეობა და ურთიერთჩართვა არ იქნება მიღწეული. ევროპის ტერიტორიაზე, გონივრულ საზღვრებში კასპიის ზღვიდან გვაქვს ენერგორესურსის მოწოდების შესაძლებლობა. ევროკომისიის ძალისხმევით და ხელშეწყობით, აზერბაიჯანიდან წამოვიდა თანამშრომლობის ინიციატივა. მე მიხარია, რომ აზერბაიჯანი, პრეზიდენტი ალიევი ყოველთვის ღია იყო ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის იდეის მიმართ. ევროკავშირს ყოველთვის შეუძლია ენდოს აზერბაიჯანს, როგორც სანდო პარტნიორს და მომწოდებელს. ჩვენ შეგვიძლია უნიკალური ინვესტიცია განვახორციელოთ მთელ მსოფლიოში, გავლენის მოსახდენად. როდესაც გაიზრდება იმპორტი, ეს იქნება სასურველი გადაწყვეტა ამ პრობლემისა. ჩვენ ვაპირებთ ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ. ეს არის ინოვაცია. მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი რომ ეს არის ნამდვილი Rock and roll, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ დღეს გვაქვს საშუალება ენერგოსექტორში ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა. ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.  

ორბანი ევროპარლამენტის გაუქმების მოწოდებით გამოდის

„თუ ჩვენ გვინდა, აღვადგინოთ საზოგადოების ნდობა, დროა, გავაუქმოთ ევროპარლამენტი“, - ამ მოწოდებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოვიდა. Politico-ს ცნობით, ორბანმა ევროპარლამენტის ახლანდელ სკანდალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანტიკორფციული გარანტიები სამწუხაროდ, ჩავარდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ევროპარლამენტის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელიც მისი თქმით, ეროვნული დელეგატებისგან დაკომპლექტდება. შეგახსენებთ, მედიაში 10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორუფციაში დადანაშაულების გამო, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კაილი პარტიიდანაც გარიცხეს. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს. ევა კაილის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაკავეს. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.  

კიევის შეფასებით, ორბანის განცხადებები უკრაინის პათოლოგიურ უგულებელყოფას ცხადყოფს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებები აჩვენებს მის პათოლოგიურ უგულებელყოფას უკრაინის მიმართ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კომენტარებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თანახმად, უნგრეთის ლიდერმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, სურს თუ არა მშვიდობა. უკრაინის საგარეო უწყების შეფასებით, თუ ხსენებულ კითხვაზე პასუხი დადებითია, ორბანმა უნდა გამოიყენოს თავისი მჭიდრო კავშირები მოსკოვთან, რათა შეაჩეროს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გაიყვანოს მისი ჯარები. „უკრაინის დამარცხება ომში, რომლის მოწოდებით, ვიქტორ ორბანი ირიბად გამოდის, გამოიწვევს რუსეთის აგრესიის პირდაპირ საფრთხეს უნგრეთისთვის და უნგრელებისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას თუ შეწყვეტს, ომიც შეწყდება.

რუსეთის მიზანია, უკრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს - ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, დასავლეთს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის მიზანია, უკრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს. მისი თქმით, დრო, როდესაც რუსეთს უკრაინის დაპყრობა ან პრორუსული რეჟიმის დამყარება შეეძლო, ჩავლილია. „გამარჯვების სწრაფად მოპოვების შემთხვევაში ეს შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ახლა მდგომარეობა უიმედოა. ამიტომ ახლა რუსეთის მიზანია, უკრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს, რომ დასავლეთმა ვერ შეძლოს პრიზის სახით მისი მოთხოვნა“, – აღნიშნა ორბანმა. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს    

ორბანი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს

უნგრეთი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტს ამზადებს კიევში. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიირტომ განაცხადა. „როცა დავინახავთ, რომ ყველა წინაპირობაა შექმნილი, ვიზიტი იქნება. მაგრამ ახლა ტექნიკური მომზადების ეტაპზე ვართ", - განაცხადა სიიარტომ. მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, როდესაც 9 თებერვალს, ევროკავშირის სამიტს დაესწრო. „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის [უკრაინასთან]. ვიმედოვნებთ, რომ დიალოგს აზრი ექნება", - აღნიშნა სიიარტომ. ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი 27 იანვარს გამოიძახა და მკაცრი პროტესტი დააფიქსირა. უნგრელ დიპლომატს ხაზგასმით განემარტა, რომ ანტიუკრაინული რიტორიკა, რომელიც უნგრეთის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი ხანია ისმის, აბსოლუტურად მიუღებელია და სერიოზულ ზიანს აყენებს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობებს.   ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინა, თავის მხრივ, მზად არის უნგრეთთან კონსტრუქციული კეთილმეზობლური ურთიერთობების გასავითარებლად.   უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი პრემიერ-მინისტრ ორბანის დამამცირებელი კომენტარების გამო დაიბარა. ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინა ავღანეთს შეადარა და „არავის ტერიტორია“ უწოდა.  

ორბანი: შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები

„აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია. „მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.  

რა საკითხები განიხილეს ვიქტორ ორბანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის  (CPAC) ჩატარების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა კონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებს, რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს. განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის  სფეროებში. ორბანი: შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნის ერთგული რჩება. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსათვის ელოდება. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სახელით, სამუშაო სადილი გაიმართა.  

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას აპირებს - კიევის პასუხი ორბანს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებებს მხოლოდ კრემლში უჭერენ მხარს და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას აპირებს. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისთან შეიჭრა. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. კრემლში უნდა უხაროდეთ: უნგრეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთს მოუხსნა პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ. ნიკოლენკოს თქმით, იგივე ევროპელი პოლიტიკოსები შარშან ამტკიცებდნენ, რომ უკრაინას არ ჰქონდა შანსი, რუსეთის თავდასხმისთვის 72 საათზე მეტხანს გაეძლო. ცნობისთვის, Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს. „ჩემი პოზიცია, უნგრეთის პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ეს ომი არის დიპლომატიის მარცხი. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. თუ გადავხედავთ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენთვის ცხადია, რომ გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე არ მუშაობს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.  

ორბანი: უნგრეთის დაზვერვის თანახმად, „ვაგნერის ამბოხება“ უმნიშვნელო მოვლენაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „ვაგნერის ამბოხება“ უმნიშვნელო მოვლენაა. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა. ორბანის თქმით, უნგრეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა რუსეთში და მათი თქმით, „ეს არ არის მნიშვნელოვანი“. უნგრეთის პრეზიდენტი დასავლეთისგან განსხვავებით არ მიიჩნევს, რომ რუსეთში მომხდარმა პუტინი დაასუსტა. ორბანის თქმით, პრიგოჟინის კამპანია მოსკოვის წინააღმდეგ გავლენას არ მოახდენს უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. „ვფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა და ომი გრძელდება. ეს არ არის მოვლენა, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობისკენ, რადგან ამ ომს ყოველთვის მშვიდობის კუთხით ვუყურებ, რადგან მიმაჩნია, რომ მთავარია მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და როგორმე შევთანხმდეთ მშვიდობაზე. ეს მოვლენა ამაში არანაირ როლს არ თამაშობს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ასევე ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა რუსეთის ლიდერს სამხედრო დამნაშავედ, რასაც შემდეგი პასუსი გაცა: „არა, მე არ მივიჩნევ“. ორბანის განცხადებით, ის იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის. „მე ვიბრძვი უნგრეთისთვის. მე არ მაინტერესებს პუტინი. მე არ მაინტერესებს რუსეთი. მე ვზრუნავ უნგრეთზე. ასე რომ, რასაც მე ვაკეთებ, არის უნგრელებისთვის კარგი პოზიციები და ქმედებები. და, რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ახლა ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, ცუდია უნგრელებისთვის. ეს საშიშია უნგრელებისთვის. ჩვენ დავკარგეთ ხალხი, იქ უნგრელი უმცირესობები ცხოვრობენ. ომის საშიშროება ჩვენს სამეზობლოშია. ეს თქვენს სიტუაციას არ ჰგავს. თქვენ გერმანელები ხართ, თქვენ გაქვთ პოლონეთი და უნგრეთი რუსეთსა და უკრაინის ომს შორის“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მომავალ კვირას ვიქტორ ორბანი ეწვევა

მომავალ კვირას საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ჩამოვა. ​ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „მე თქვენი წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერი ვარ. სრულიად უსამართლოა, როდესაც არ დაგპირდნენ, რომ არ გახდებით წევრები როგორც კი შეძლებთ, რადგან თქვენ დიდებული სამუშაო შეასრულეთ და ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით. მიზეზი, რატომაც ვერ მიიღეთ სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი. მათ არ სურთ, შეგიშვან და მოგცენ ფინანსური რესურსები, რაც თქვენ გჭირდებათ. ამას შეიძლება, ეწოდოს გაფართოების დაღლილობა, რაც სრულიად უსამართლოა თქვენს ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენ უნდა გაგიზიაროთ ის, რაც გვაქვს, რადგან ჩვენ თქვენ გვჭირდებით ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ გაქვთ სტრატეგიული პოზიცია. მე თქვენი სტატუსის დიდი მხარდამჭერი ვარ. შემდეგ კვირაში თქვენს ქვეყანაში ვიქნები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სამთავრობო შეხვედრა თბილისში. უნგრეთის მთავრობა იქნება თბილისში," - განაცხადა ორბანმა. 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება.  

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ვიქტორ ორბანი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან, ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი, ანა მარია შიკო დახვდნენ. ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.  

ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან − ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს − ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს − ანიკო ლევაისს სადილზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი „ბიოლში“ გაიმართა. „ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 10 ოქტომბერს ეწვია.  

ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოი მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში მთავრობათაშორისი სამიტის გამართვა ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის პრაქტიკაში განხორციელების ნაწილია. ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას. მან ამ გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, ხოლო წლის ბოლოს ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ამ გზაზე მეგობარი უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას. „მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. აღინიშნა, რომ 2023 წელს 21%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და 46,62 მლნ დოლარს შეადგენს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანია, არსებული შესაძლებლობები სრულად იქნეს გამოყენებული. მისივე თქმით, საქართველო დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით ისეთ სექტორებში, როგორიცაა, განახლებადი ენერგია, ლოჯისტიკა, ტურიზმი და სხვა სფეროები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ინიციირებული ფლაგმანური პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სრული პოტენციალის რეალიზაციისთვის და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით საერთო მიზნების მიღწევაში,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი ორბანს: ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ამ კრიტიკულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა. „პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რამდენად ვაფასებთ ამ ურთიერთობებსა და მეგობრობას უნგრეთთან. მეორე რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემთვის პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი და მესამე, უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანის და მისი მთავრობისა ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე - მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო. იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან,“ - განაცხადა პრემიერმა. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ურთიერთობა ამ ორ ერს შორის. „ყოველთვის კარგია, როდესაც ვხედავ წყვილს პოლიტიკაში, რომლებიც არამხოლოდ საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, არამედ, უჩვენებენ შესანიშნავ მაგალითს თითოეულ ჩვენგანს. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი კარგი მაგალითების ჩვენებაა უნგრელებისთვის. ასე რომ, თუ შემიძლია ამგვარად ვთქვა, ირაკლი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ შორის ხანგრძლივი მეგობრობაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს ურთიერთობა ამ ორ ერს შორის. თანამედროვე მსოფლიოში არის დისკუსია იმის შესახებ, არსებობს თუ არა სასწაულები. ჩვენ, ქრისტიანები, ვფიქრობთ, რომ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც ჯერ არ სჯერა, რომ სასწაულები არსებობს, უნდა მოვიდეს ამ ოთახში ამ საღამოს, რადგან აქ მინიმუმ ორი სასწაულია: პირველი, ეს არის ქართული სასწაული - თქვენი ისტორია, თქვენი ერის გეოპოლიტიკური გარემო, თავად ფაქტი, რომ კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, არსებობს ისეთი ენა, როგორიც არის ქართული და ხალხი, რომელიც ცხოვრობს აქ და საუბრობს ამ ენაზე, არსებობს ქართული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ისევ არის ქრისტიანული - ეს არის სასწაული; შემდეგი სასწაული ამ ოთახში უნგრულია. როგორც იცით, ჩვენ, უნგრელები, მოვედით შორეული აღმოსავლეთიდან, ურალის მთების მიღმიდან და დავიკავეთ ის ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, 1100 წლის წინ. როგორც უცხოელებს, არც ნათესავები და არც ოჯახის წევრები გვყავდა ირგვლივ, მხოლოდ ჩვენ, უნგრელები, ვიყავით მარტონი. ჩვენ დავიკავეთ ტერიტორია, ისევ გვაქვს იგივე ენა, ისევ სრულვყოფთ იმავე კულტურას და ვცხოვრობთ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით. ასე რომ, სასწაულია, რომ კიდევ არსებობენ უნგრელები, რომლებიც საუბრობენ უნგრულ ენაზე; არსებობს უნგრული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ქრისტიანულია - ეს არის მეორე სასწაული. ასე რომ, ეს არის ორი ქვეყნის სასწაულის შეხვედრა და მივიჩნევ, რომ ეს მოამზადებს არამხოლოდ პოლიტიკურ საფუძველს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, არამედ მეტიც, უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე,“ - განაცხადა ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად ოფიციალური სადილი სასტუმრო Tsinandali Radisson Collection-ში გაიმართა. ოფიციალურ სადილს უნგრეთის დელეგაციის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთი, როგორიც ბატონი ორბანია, ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა რომ „საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში.“   „დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში. მე შეგახსენებთ ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მე ვიყავი ვიზიტით ბუდაპეშტში, სადაც შევთანხმდით სწორედ პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ, ასევე ბუდაპეშტში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, მე მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ როგორც მე ავღნიშნე  ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი  მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში და ზოგადად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში,“ - განაცხადა პრემიერმა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი იქნება ევროპის გადაწყვეტილება, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში, ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად. „ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მაქსიმუმი ქვეყნის ევროპასთან დასაახლოებლად. თუ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს ყველა შედეგი სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, უვიზო რეჟიმის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის. შარშან მივიღეთ ჩვენ ევროპული პერსპექტივა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში, როდესაც ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ამორალური და უსამართლო“. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ შეგვესრულებინა თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც იქნა გადმოცემული ევროკომისიის მიერ. პროცესი ახლაც გრძელდება, ეს მუდმივი პროცესია, ბუნებრივია. ჩვენ ველოდებით წლის ბოლოს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც, მე ვფიქრობ, ექნება მყარი საფუძველი და რაც მთავარია მინდა აღვნიშნო, რომ თუ დამსახურებაზეა საუბარი, ბუნებრივია, საქართველომ დაიმსახურა, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით იმ ქვეყნების მდგომარეობა, ვიცით კარგად, რომელ ქვეყნებს მისცეს სტატუსი და მათთან შედარებით, რა თქმა უნდა, საქართველო არის 2-ჯერ, 3-ჯერ წინ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს საჯარო მმართველობა, გამჭვირვალეობა, კორუფციის კონტროლი თუ მართლმსაჯულების რეფორმები. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, იქნება ეს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკური - მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანწილად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას იქნება მოკლებული და რაციონალს იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება. ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას. კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს “ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ორბანი: საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან გაცილებით მარტივი უნდა იყოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებით იმსახურებს. „უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში ევროკავშირში, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩავარდებოდა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა შეიძლება, მივაკუთვნოთ, ძირითადად, ცენტრალური ევროპის რეგიონის გაწევრიანებას, რაც ნიშნავს, რომ ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია, ისეთი ადამიანები, ვისაც სურთ იმუშაონ, იყვნენ კრეატიულები, ვისაც გააჩნია ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როცა დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის იმით, რომ დაკარგავს კონკურენტუნარიანობას. ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს და საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით. ძალიან გულდაწყვეტილნი და გაბრაზებულები ვართ იმით, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს, გაცილებით ჩამორჩენილი არიან. ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ რასაც ვამბობთ, მართალია - ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია?! დამსახურებაზე დამყარებული პროცესი თუ არის, ის, რაც მოხდა, საკმაოდ უსამართლოა. ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება მალე!“ - განაცხადა ორბანმა. „მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმას, რაც თქვენ ქვეყანაში განახორციელეთ. ყველა იმისთვის იბრძვის, რომ ეკონომიკური დონე იყოს შენარჩუნებული, რომელიც ძალიან მაღალი იქნება, თქვენ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები გვანახეთ ეკონომიკაში და ინარჩუნებთ უკვე რამდენიმე წელია, თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი, მაგრამ ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, რომ გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია არასდროს არ ყოფილა იმაზე უარესი, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაშია. ვიხილავდით თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის, ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვან გლობალური უსაფრთხოების საკითხებს ვიხილავდით. ჩვენ ორი მთავრობის შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთაც ისტორიული გამოცდილება გააჩნიათ იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობს ომს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებით, ეს უმთავრესია განვითარებისთვის. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ მსოფლიო ჯერ შორს არის ამისგან, ჩვენ, ქართველები და უნგრელები ერთმანეთს ვგავართ, ყველაფერს ვაკეთებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობით, რომ ამას გზა გავუკვალოთ. ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება, რომელსაც ორივე ქვეყანამ მოაწერა ხელი. ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მყარი მხარდამჭერი,“ - განაცხადა ორბანმა.  

რა დოკუმენტები გაფორმდა უნგრეთსა და საქართველოს შორის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომის დასასრულს მხარეებს შორის ხელი მოეწერა ათ დოკუმენტს, მათ შორის „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივ დეკლარაციას”. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა − ირაკლი ღარიბაშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა − ვიქტორ ორბანმა მოაწერა.   გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის.   საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა − მარტონ ნოჯიმ. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, აგრეთვე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტებს ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა − ლაშა ხუციშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტებს ხელი უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა − მიჰაი ვარგამ მოაწერა.    ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა −  ჯუანშერ ბურჭულაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა − კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკიმ. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს შორის მართლმსაჯულების სფეროში 2024-2025 წლების პერიოდისათვის თანამშრომლობის სამუშაო გეგმას. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა −  რატი ბრეგაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა − ბენცე ტუჟონმა მოაწერა. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა − გიორგი ამილახვარმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა − შანდორ პინტერმა და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრმა − იანოშ ჩაკიმ მოაწერეს.   ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2024-2026 წლებისთვის „STIPENDIUM HUNGARICUM“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.   საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა − გიორგი ამილახვარმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა − პიტერ სიიარტომ მოაწერა. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის მწვანე, მდგრადი და სოციალურად ინკლუზიური ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.   საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა − ირაკლი ქარსელაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა − პიტერ სიიარტომ მოაწერა. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.   საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა − ირაკლი ქარსელაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრმა − ჩაბა ლანტოშმა მოაწერა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურულ სფეროში თანამშრომლობის პროგრამები აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი, „მწვანე დერეფანი“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ორბანის შეფასებით, ევროკავშირისთვის ეს უზარმაზარია პროექტია, რომელიც მრავალი წლების განმავლობაში მომავალში ეკონომიკური ზრდის წყარო იქნება ყველა მონაწილე წევრი ქვეყნისთვის. ორბანის თქმით, ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე „ჩვენ ვერ მოვახდენთ ენერგოსისტემის, ეკონომიკის მოდერნიზებას.“ „მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით, ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, ვინც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით. ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს თუ რასაც ვამბობთ, მართალია, რომ ეს არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი. თუ ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რაც მოხდა, არის საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე. ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ვერ მოვახდენთ მოდერნიზებას ენერგოსისტემის, ეკონომიკის თქვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ამიტომაც ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის პროგრამები, აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი, რუმინეთი, მწვანე დერეფანი გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ევროკავშირისთვის ეს გახლავთ უზარმაზარი პროექტი, რომელზეც ვლაპარაკობთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მომავალში იქნება ეკონომიკური ზრდის წყარო ყველა მონაწილე წევრი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ორბანმა. მან საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ ხელი მოვაწერეთ მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული იდეები ეკონომიკური თანამშრომლობის, სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსებით მართვის, ფარმაცევტულ-ფისკალურ ინდუსტრიაში. ჩვენ გვაქვს ფლაგმანი ინიციატივები უნგრულ კომპანიებთან, საავიაციო კომპანიებთან, რომლებიც არიან ბაზრის ლიდერები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ასევე გზას უკვალავენ სხვა კომპანიებს. ჩვენ, 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ უნგრეთში ჩამოვიდნენ. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მათი მიღება, მაგრამ ეს არის ინვესტიცია საქართველოში. პრემიერმა განაცხადა, რომ მეგობრობისთვის ორივე ქვეყნისთვის ღრმა საფუძველი გახლავთ ერთიანი, ქრისტიანული ტრადიცია. არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში. ვთვლი, რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულების. ჩვენ მივესალმებით, თუ ქვეყნები გადაწყვეტენ დაუახლოვდნენ ევროკავშირს, რომელიც ამ მემკვიდრეობაზე დგანან. ჩვენ კარგი განზრახვით მოვედით, ჩვენ გვინდა ერთად შევქმნათ ძლიერი ევროპა. გვინდა, უახლოეს მომავალში დავინახოთ, რომ ორი კავშირი, 2 ქვეყანა ეკუთვნის ერთსა და იმავე პოლიტიკურ კავშირს, ევროკავშირს. ღმერთმა დალოცოს საქართველო,“ - აღნიშნა ორბანმა. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს.  

Reuters: პუტინი და ორბანი კიდევ ერთხელ ადასტურებენ რუსეთ-უნგრეთის კავშირებს საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე

Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და მისმა უახლოესმა მოკავშირემ ევროკავშირის ლიდერებს შორის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, უკრაინის ომის გამო საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, ორმხრივი კავშირებისადმი ერთგულება დაადასტურეს. შეხვედრა ჩინეთში, „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფორუმის ფარგლებში შედგა. ორბანის სპიკერის ცნობით, მხარეებმა განიხილეს გაზისა და ნავთობის გადაზიდვებისა და ბირთვული ენერგიის საკითხები. როგორც ცნობილია, 2014 წლის ტენდერის გარეშე გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, რუსული ენერგეტიკული გიგანტი Rosatom ატომურ ელექტროსადგურს უნგრეთში აშენებს. ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპისთვის, მათ შორის უნგრეთისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დასრულებას და უკრაინაში ბრძოლების შეწყვეტას და ლტოლვილთა ნაკადის შეჩერებას. „პუტინმა და ორბანმა ბოლოს პირისპირ 2022 წლის პირველ თებერვალს ისაუბრეს. მაშინ რამდენიმესაათიანი შეხვედრა მოსკოვში შედგა - ზუსტად სამი კვირით ადრე რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე უკრაინაში. „მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტის დამყარებისა და ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია, შეუძლებელია, არ გამოიწვიოს კმაყოფილება იმან, რომ ევროპის ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ვავითარებთ. ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთია უნგრეთი," - განაცხადა პუტინმა პეკინში. „იყო რთული შეხვედრები, მაგრამ ისეთი რთული, როგორიც ესაა, აქამდე არ ყოფილა. ასეთ სიტუაციაში ჩვენ არასდროს ვყოფილვართ. უნგრეთს არასდროს სურდა რუსეთთან დაპირისპირება, პირიქით, უნგრეთის მიზანი ყოველთვის იყო საუკეთესო კონტაქტის დამყარება და გაფართოება და ჩვენ ეს შევძელით," – განაცხადა თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა პუტინთან შეხვედრის დროს, პეკინში, რუსული მედიის ცნობით. ორბანი პეკინში ჩასვლამდე საქართველოში იმყოფებოდა. Reuters: ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვას განიხილავს, რადგან კიევის მხარდაჭერაზე ბუდაპეტშის თანხმობის მოპოვებას ცდილობს  

ვიქტორ ორბანი: საქართველო მზადაა, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეფასებით, საქართველო კარგ ფორმაშია და მზადაა, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი განხილვის შედეგად საქართველოს, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრს, ვახსენებთ. კარგი ქვეყანაა, საქართველო კარგი ქვეყანაა. კარგ ფორმაშია, მზად არის [ევროკავშირში] წევრობის კანდიდატი გახდეს. დღეს განხილვა იქნება და მოვამზადებთ ტექსტს... და ვიმედოვნებ, რომ განხილვის შედეგად, საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად ვახსენებთ,” - განაცხადა ორბანმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის ლიდერები 2023 წლის 26 და 27 ოქტომბერს ბრიუსელში იკრიბებიან. განიხილება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი, რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მხარდაჭერა და სხვა საკითხები. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

ორბანი ყაზახეთში: უნგრეთი ყოველთვის იყო ყაზახეთის საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, ასე იქნება მომავალშიც

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი ასტანაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური, საინვესტიციო და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების საკითხები. ორბანის თქმით, უნგრეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობა ისეთ კარგ დონეზეა, როგორც არასდროს, მაგრამ პოტენციალი, განსაკუთრებით ეკონომიკაში, ჯერ კიდევ დიდია. „ყოველთვის სასიამოვნოა სახლში დაბრუნება. უნგრელები დიდი სიამოვნებით ჩამოდიან ყაზახეთში, რადგან ჩვენ ხალხებს ათასწლიანი საერთო ფესვები აკავშირებთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ ჩვენი თანამშრომლობის გასავითარებლად და კარგი შედეგები მივიღეთ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა. უნგრეთი ყოველთვის იყო ყაზახეთის საიმედო სტრატეგიული პარტნიორი და ასეთად დარჩება მომავალშიც,“ - განაცხადა ორბანმა. ორბანი ასტანას თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მე-10 სამიტში მონაწილეობის მისაღებად სტუმრობს. ყაზახეთში ასევე ელოდებიან თურქეთის პრეზიდენტს. უფრო ადრე, ყაზახეთში, პირველ ნოემბერს იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუალ მაკრონი.  

ორბანის შეფასებით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა, ყველა თვალსაზრისით, მზად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. „მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია. უკრაინა, ყველა თვალსაზრისით, არ არის მზად, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე მოლაპარაკებების დასაწყებად,“ - აღნიშნა ორბანმა. უნგრეთის პრემიერის თქმით, „უკრაინა ისე შორს არის ევროკავშირში გაწევრიანებისგან, როგორც მაკო იერუსალიმიდან“. (აღნიშნული უნგრული ანდაზა ეხება ლეგენდას ერთ-ერთი ჯვაროსნის შესახებ, რომელიც წმინდა მიწისაკენ მიდიოდა და ერთ დღეს გაიღვიძა გემზე და ეგონა, რომ უკვე იერუსალიმში იყო, მაშინ, როცა მისი გემი ჯერ კიდევ ამჟამინდელი ხორვატიის სანაპიროსთან დაცურავდა). ორბანის თქმით, ევროკავშირს უნგრეთის დიდი ფული მართებს, „შესაძლოა 3-4-5 მილიარდი ევროც“, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ უბრუნებს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკითხი არანაირად არ უკავშირდება უნგრეთის პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა  

მიშელი ორბანს უნგრეთში შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ქვეყნის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანთან შესახვედრად ბუდაპეშტში გაემგზავრა. მიშელმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში მიუთითა, რომ ევროკავშირის ერთიანობა მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს და ეს ბლოკის მთავარი ძალაა. ორბანის შეფასებით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა  

Politico: მაკრონმა ორბანი პარიზში მიიწვია, რათა უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა სცადოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი პარიზში მიიწვია. მიზანი კომპრომისის პოვნაა უკრაინასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემას პარიზში მყოფმა წყარომ განუცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უნგრეთის ლიდერის დარწმუნება შესაძლებელია, რომ მან მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს. 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანი მიშელს წერს, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით." "ევროკავშირის საბჭოს მიუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს. ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო," - წერს ორბანი. 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას, და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. უნგრეთის პრემიერი წერს, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესზე ევროკომისიის ბოლო დასკვნა, ევროკავშირის გაფართოების, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დასასრულს ნიშნავს. ორბანი წინა წერილის შინაარსს და საკუთარ ინიციატივასაც ახსენებს, უკრაინის საკითხზე საერთო მიდგომის შესამუშავებლად სტრატეგიული დისკუსიის დაწყებაზე. „მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს... მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით," - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში. ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი, წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო შეჩერებული ევროკავშირის დაფინანსების აღდგენაა. ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა, ევროკავშირის ფონდებში, ჯამში 22 მილიარდი ევროა. "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს, 12 დეკემბერს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ. ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. ესენია - უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.

ორბანის პარტიამ უნგრეთის პარლამენტს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარუდგინა

ვიქტორ ორბანის პარტიამ უნგრეთის პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება. დოკუმენტის ავტორების თქმით, „უკრაინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. დღეს ამის პირობები არ არსებობს.“ უნგრეთის მმართველი პარტიის „ფიდესის“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაში აღნიშნულია , რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ობიექტურ პროცესად უნდა დარჩეს, რომელიც წესებსა და შედეგებს ეფუძნება. უნგრეთის პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ორბანი ემანუელ მაკრონს ხვალ პარიზში შეხვდება. Politico 5 დეკემბერს წერდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი პარიზში მიიწვია. მიზანი კომპრომისის პოვნაა უკრაინასთან დაკავშირებით. როგორც გამოცემას პარიზში მყოფმა წყარომ განუცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უნგრეთის ლიდერის დარწმუნება შესაძლებელია, რომ მან მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს. 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანი მიშელს წერს, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით." "ევროკავშირის საბჭოს მიუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს. ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო," - წერს ორბანი. 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას, და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. უნგრეთის პრემიერი წერს, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესზე ევროკომისიის ბოლო დასკვნა, ევროკავშირის გაფართოების, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დასასრულს ნიშნავს. ორბანი წინა წერილის შინაარსს და საკუთარ ინიციატივასაც ახსენებს, უკრაინის საკითხზე საერთო მიდგომის შესამუშავებლად სტრატეგიული დისკუსიის დაწყებაზე. „მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს... მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით," - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში. ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი, წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო შეჩერებული ევროკავშირის დაფინანსების აღდგენაა. ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა, ევროკავშირის ფონდებში, ჯამში 22 მილიარდი ევროა. "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს, 12 დეკემბერს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ. ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. ესენია - უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.  

კალასი ორბანთან საუბრის შემდეგ: ხაზი გავუსვი უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი უნგრეთის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანს ესაუბრა. კალასი წერს, რომ სატელეფონო საუბრისას განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოება. „ევროპული საბჭოს სამიტის წინ მე ხაზი გავუსვი უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ევროკავშირის გაფართოება ასევე არის ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა," - წერს კალასი. ევროკავშირში უკრიანის გაწევრიანების საკითხზე უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ზელენსკი შესაძლოა, ორბანს შეხვდეს  

მაკრონი ელისეის სასახლეში ორბანთან შეხვედრას მართავს

France24-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რათა გაარღვიოს ჩიხი ევროკავშირის სამიტის წინ მას შემდეგ, რაც უნგრეთის ლიდერი კრაინის შემდგომი მხარდაჭერის დაბლოკვით დაიმუქრა. მაკრონი ორბანს ელისეის სასახლეში სამუშაო ვახშამზე უმასპინძლებს.  Politico: მაკრონმა ორბანი პარიზში მიიწვია, რათა უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა სცადოს  

ორბანი: მაკრონთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, უნგრეთის პოზიცია ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ მკაფიოა

ვიქტო ორბანი მაკრონთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.  მაკრონმა ელისეის სასახლეში ორბანს 7 დეკემბერს უმასპინძლა და ამ დრომდე მას კომენტარი ჰქონდა გაკეთებული. მან საფრანგეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დეტალები არ დააკონკრეტა. „უნგრეთის პოზიცია ევროკავშირის ლიდერების დეკემბრის სამიტის წინ მკაფიოა," - წერს ორბანი. ელისეის სასახლეში ასევე არ საუბრობენ შეხვედრის შედეგებზე, რომელიც ხუთშაბათს 20:30 საათზე შედგა. მედიის ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე მაკრონი ოპტიმისტურად იყო განწყობილი ორბანის დარწმუნების თვალსაზრისით, რომელიც 14-15 დეკემბერს სამიტზე უკრაინის შესახებ ევროკავშირის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დაბლოკვას აპირებს. ხუთშაბათს ორბანმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი ესპანეთის და მოუწოდა მას, რომ სამიტზე უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი არ განიხილონ.  

ზელენსკი ორბანს არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ხანმოკლე საუბარი ჰქონდა არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს. ამ ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს. ინაუგურაცია არგენტინის პარლამენტში იმართება. დამატებითი დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ მანამდე, არგენტინიდან გამართა სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელმაც ორბანს ელისეის სასახლეში რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა. ამ შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის პოზიცია მკაფიო რჩება. შეგახსენებთ, უნგრეთი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ უჭერს. საერთაშორისო მედია აქტიურად წერს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა უნგრეთს ის თანხები განუბლოკოს, რომელიც კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეუჩერა. ევროკავშირის ლიდერები 14/15 დეკემბერს შეიკრიბებიან და გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც ამ პერიოდში გახდება ცნობილი.  

ორბანის მოკავშირეები ვაშინგტონში, რესპუბლიკელებთან დახურულ შეხვედრას გამართავენ - Guardian

აშშ-ში ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, ორბანის მოკავშირეები ვაშინგტონში, რესპუბლიკელებთან დახურულ შეხვედრას გამართავენ. შესაბამის ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წევრებმა და უნგრეთის საელჩოს თანამშრომლებმა ვაშინგტონში, ორშაბათს დაიწყეს ორდღიანი ღონისძიება, რომელსაც კონსერვატიული Heritage Foundation-ის ანალიტიკური ცენტრი უმასპინძლებს. „შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის მომავლის შესახებ დაძაბული დებატების ფონზე გაიმართება. სენატში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს გადაუდებელი ხარჯების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებდა. უნგრეთის საელჩოსთან დაახლოებულმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა: „ორბანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დახმარება კონგრესში არ გავა. ამიტომ, ის ცდილობს, დაბლოკოს ევროკავშირის დახმარებაც,“ წერს The Guardian-ი. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად  

უნგრეთში მიიღეს სადავო კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო სადავო კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი უნგრეთი ითვალისწინებდა მკაცრ ჯარიმებს იმ პარტიებისთვის, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ საარჩევნო კამპანიისთვის. გათვალისწინებულია, შეიქმნას სუვერენიტეტის დაცვის უწყება ფართო საგამოძიებო უფლებამოსილებით. რადიო თავისუფლების უნგრული სამსახურის ცნობით, კანონი ძალაში პირველი თებერვლიდან შევა. მიღებული ზომები ხელს შეუწყობს უნგრეთის პოლიტიკურ საქმეებში საგარეო ჩარევის თავიდან აცილებას. მაგრამ ადგილობრივი კრიტიკოსები და დასავლელი ოფიციალური პირები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ცვლილებები შეზღუდავს კრიტიკას, ისევე როგორც რუსეთის კანონმდებლობა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ. უნგრეთში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიების უცხოეთიდან დაფინანსება აიკრძალოს ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შორის კრემლისადმი ყველაზე მეგობრულად განწყობილად ითვლება. ის არაერთხელ გამოსულა უკრაინაში ომის დასრულების მხარდაჭერით, თუნდაც ამას უკრაინის მხრიდან ტერიტორიული დათმობები დასჭირდეს. უნგრეთი კიევს არ უწევს სამხედრო დახმარებას. ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ახლა არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.  

ვიქტორ ორბანი: საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებისას განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა. მისი თქმით, „საქმე გაკეთებულია“. „საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ,“– განაცხადა ვიქტორ ორბანმა.  

ორბანი უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციას არ ცვლის

ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე მისულმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბევრი მოლაპარაკება გაიმართა და უნგრეთის პოზიცია ნათელია: როდესაც საქმე ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება, უკრაინის წინაპირობები შესრულებული არ არის - უნგრეთი არ დანებდება. „გაფართოება არ არის თეორიული საკითხი. გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული, სამართლებრივად დეტალური პროცესი, რომელსაც აქვს წინაპირობები... ახლა არ არსებობს მიზეზი უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკებისთვის. 7 წინაპირობიდან 3 არ არის შესრულებული, ასე რომ, არ არსებობს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი. ჩემი შეფასებით, მეტიც არ იყო შესრულებული, თუმცა სამიც საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ: თუკი არ შეასრულეთ წინაპირობები, მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არსებობს,“ - აღნიშნა ორბანმა, როდესაც ჰკითხეს ევროკომისიის მიერ 10 მილიონის განბლოკვაზე. ის ამტკიცებს, რომ უნგრეთი საკუთარ საკითხს არ უკავშირებს უკრაინის პოლიტიკას. კითხვას - „პოლიტიკური დიახ“ არის თუ არა დღეს მოსალოდნელი, მან არ უპასუხა. ბრიუსელში ისტორიული სამიტი იწყება. მანამდე, უნგრეთს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგია, ევროკომისიამ 10 მილიარდი ევრო განუბლოკა, თუმცა ვიქტორ ორბანი მაინც აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირის უსაფრთხოებას დაანგრევს. ევროპელი ლიდერები უნგრეთის პრემიერთან შეხვედრას და მოლაპარაკებას განაგრძობენ. სამიტის მიმდინარეობისას გაირკვევა, საბოლოოდ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კონენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას.  

DW ევროპელი ლიდერებისა და ორბანის შეხვედრის დეტალებზე წერს

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ნიშნად, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიუსელში სამიტის წინ შეხვდნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს. მათ შეუერთდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმუქრება, რომ უკრაინის დახმარებასა და წევრობის მოლაპარაკებებს ვეტოს დაადებს. ლიდერები იკრიბებიან ევროკავშირის წლის ბოლო სამიტზე. სავარაუდოდ, მწვავე თემა იქნება კიევისთვის ფინანსური დახმარება, პლუს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, ორივე გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებით დაიმუქრა. „დოიჩე ველე“ წერს, რომ ორბანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრით ცდილობდა, გაემართლებინა თავისი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით კორუფციისა და სხვა საკითხების მოტივით. სამიტის დაწყებამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას კრიტერიუმები არ დაუკმაყოფილებია და გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება კიევთან შეუძლებელია. თუმცა, არსებობს ეჭვები, რომ ის იყენებს ამ საკითხს, როგორც ვაჭრობის საშუალებას, რათა ევროკავშირმა გაყინული ფინანსები განბლოკოს. „მე ვერ შევალ „საბაზრო ლოგიკაში,“ სადაც შეგვიძლია, ვივაჭროთ ერთი რამით, მეორის სანაცვლოდ. საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოებას, მათთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების მიწოდებას, ეს არის დისკუსიის თემა. სხვა დისკუსია ეხება უნგრეთში კანონის უზენაესობას და მას არაფერი აქვს საერთო იმ დისკუსიასთან, რომელიც დღეს გვაქვს. უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც სურს პატივი სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს... შესაძლოა, ეს გაკვეთილია თავად ორბანისთვის,“ - აღნიშნა დე კროომ. სამიტის დაწყება დაგვიანდა, ევროპელი ლიდერები ორბანის გადარწმუნებას სამუშაო საუზმეზე ცდილობდნენ - მედია  

Politico: გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას, ორბანს კენჭისყრის დატოვება შოლცმა შესთავაზა

Politico-ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უთხრა ვიქტორ ორბანს სხვა ლიდერების წინაშე, რომ თუ მას ნამდვილად არ ჰქონდა თანხმობის სურვილი, მას შეეძლო, დაეტოვებინა ოთახი, რათა ევროკავშირის ლიდერებს მისი არყოფნისას ერთსულოვნად მიეღოთ გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ. დიპლომატიური წყაროს ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ოთახი დატოვა, როდესაც გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ევროკაშირის დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, რომ ამან შესაძლებელი გახადა ევროკავშირის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რაც სრულიად ლეგალური იყო ევროკავშირის კანონმდებლობით. „თუ ვინმე არ ესწრება, არ ესწრება. იურიდიულად, ეს აბსოლუტურად ქმედითია,“ - განაცხადა ევროკაშირის დიპლომატმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ თავი შეიკავა ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან. ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით კი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. „ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა, არის, იყენებს თუ არა ქვეყანა ვეტოს უფლებას. როგორც ვნახეთ, უნგრეთს ვეტო არ გამოუყენებია, შესაბამისად, ცხადი გახდა, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი, ვინ სად იყო ამ დროს. ბატონი ორბანი ძალიან კარგად იყო გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც იქნებოდა მიღებული. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს 27 წევრ ქვეყანას. გზავნილი არის მკაფიო, რომ ჩვენ ვართ უკრაინელების მხარეს, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და მათი ქვეყნის პატივისცემისთვის. გზავნილი მოსკოვისთვის იყო ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, ევროპა ერთიანია და ჩვენ ვართ უკრაინელების გვერდით, ყველაზე რთულ დროსაც კი.“ ორბანმა კენჭყისყრა დატოვა, გადაწყვეტილება უკრაინაზე მის გარეშე მიიღეს - მედია

უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა. უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უნდა მიეღოთ ბრიუსელში, სადაც 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტი დაიწყო. განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო" და ამ საკითხს ევროპულ საბჭოში მომავალ წელს, შესაბამისად მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს 2024 წლის დასაწყისში ისევ განიხილავენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ უკრაინა ამისთვის მზად არ არის. 14 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს. ამ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია და სხდომა შეგნებულად დატოვა, რათა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო.  

უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა. უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უნდა მიეღოთ ბრიუსელში, სადაც 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტი დაიწყო. განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო" და ამ საკითხს ევროპულ საბჭოში მომავალ წელს, შესაბამისად მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს 2024 წლის დასაწყისში ისევ განიხილავენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ უკრაინა ამისთვის მზად არ არის. 14 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს. ამ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია და სხდომა შეგნებულად დატოვა, რათა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო.  

ორბანმა და ერდოღანმა საჩუქრები - ცხენი და თურქული წარმოების ელექტრომობილი გაცვალეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანსა და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდა. როგორც ანკარაში განაცხადეს, ვიზიტის მიზანს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში მხარეები მოლაპარაკებებს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გამართავენ, რომელიც ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და კულტურის საკითხებს მოიცავს. მოსალოდნელია რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმებაც. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საჩუქრები - ცხენი და თურქული წარმოების ელექტრომობილი გაცვალეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრების დღის წესრიგში შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების საკითხიც დგას.  

ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობას, უკრაინისა და უნგრეთის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უჟგოროდში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდება. შესაბამის ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ავრცელებს. „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, დადასტურებული თარიღი 29 იანვარია. ჩვენ უკრაინელ კოლეგას, მინისტრ კულებას უჟგოროდში შევხვდებით,“ - განაცხადა სიიარტომ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს ესაუბრა და განუცხადა, რომ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მათი შეხვედრა გარკვეულ შედეგს გამოიღებს. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ არგენტინაში გამართული ხანმოკლე შეხვედრის დროს, მან ორბანს სთხოვა, დაესახელებინა მინიმუმ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ უნდა იყოს ევროკავშირში. შეგახსენებთ, ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების წინააღმდეგია. ზელენსკი: ორბანთან შეხვედრის ორგანიზება მსურს, მიუხედავად იმისა, რომ კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია  

უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა

ბუდაპეშტმა ბრიუსელს წინადადება გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მზადაა, ევროკავშირის ბიუჯეტის უკრაინის დახმარების პაკეტის დაფინანსებისთვის გამოყენებას დასთანხმდეს, თუკი სხვა პირობები დაემატება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავარმა მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, ბალაზ ორბანმა განაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა რომ ევროკავშირში შემუშავებული დოკუმენტის შინაარსის თანახმად, ევროკავშირი მზადა, დარტყმა მიაყენოს უნგრეთის ეკონომიკას, თუ ბუდაპეშტი, პირველ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე უკრაინის შემდგომ დაფინანსებას ვეტოს დაადებს. „ბრიუსელმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს უნგრეთის ეკონომიკის სისუსტეებისთვის მიზანმიმართული დარტყმის მიყენებას, მისი ვალუტის შერყევას და ინვესტორების ნდობის მოშლას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზნით, თუ ბუდაპეშტი უარს კიევის დახმარებაზე ვეტოს მოხსნაზე,“ - წერდა Financial Times ევროკავშირში შემუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბუდაპეშტი თუ უკან არ დაიხევს, ევროკავშირის სხვა ლიდერებს მოუწევთ, საჯაროდ განაცხადონ, რომ მას ევროკავშირის დაფინანსებას შეუწყვეტენ. ინფორმაციას გამოეხმაურა უნგრეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში, იანოშ ბოკა, რომელმაც განაცხადა, რომ „ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებული დოკუმენტი მხოლოდ ადასტურებს იმას, რასაც უნგრეთის მთავრობა დიდი ხანია, აცხადებს: ევროკავშირის სახსრებზე წვდომას ბრიუსელი პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებს.“ ბუდაპეშტის მიერ ბრიუსელისთვის გაგზავნილი ახალი წინადადება კი, ბუდაპეშტის პოზიციის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს, რადგან დეკემბერში 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 2024-2027 წლების ბიუჯეტში ცვლილებები დაბლოკა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა. ამ ნაბიჯის გამო, ბრიუსელი იძულებული გახდა, გეგმა „ბ“-ზე გადასულიყო და საგანგებო სამიტი ჩაენიშნა.  

ორბანი: მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება. მანამდე ევროკავშირის 27-ვე წევრმა, მათ შორის უნგრეთმაც, მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას. „მისია შესრულებულია. უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება, პირველი და მეორე წლის ბოლოს კონტროლის მექანიზმი გვაქვს. უკრაინაში მიმდინარე ომზე ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები,” - განაცხადა ორბანმა. ორბანის თქმით, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ “ორი უნგრული პრობლემის” მოგვარება ვერ მოახერხა და ამიტომ უნგრეთმა მაშინ თანხმობა არ განაცხადა უკრაინისთვის დახმარებაზე. „ვშიშობდით, რომ ევროკავშირის ფონდებიდან სახსრები, რომელიც უნგრელებისთვის არის განკუთვნილი და ევროკომისიის მიერაა დაბლოკილი, ადრე თუ გვიან უკრაინაში აღმოჩნდებოდა. ვშიშობდით, რომ რესურსები უკრაინას გრძელვადიანი პერიოდით უკონტროლოდ გადაეცემოდა,” - განაცხადა ორბანმა. უკრაინისთვის გათვალისწინებული თანხის ნაწილი, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი, მომავალი ოთხი წლის განმავალობაში კიევს კრედიტების ფორმით გადაერიცხება. შეგახსენებთ, შეთანხმება მიღწეულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ. ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დეკემბერში ვეტო დაადო.  

ორბანმა განმარტა, რატომ დაეთანხმა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ განმარტა, ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ რატომ გადაწყვიტა, საბოლოოდ დათანხმებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის ახალი, 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას. უნგრეთის ეროვნულ რადიოსთან ტრადიციულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უნგრეთს არჩევანის საშუალება არ დაუტოვეს. თუ შეთანხმება არ მიიღწეოდა და ბუდაპეშტი გააგრძელებდა ვეტოს უფლების გამოყენებას, მაშინ ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი ქვეყანა დათანხმდებოდა ფულის გაგზავნას უკრაინისათვის. მათ შორის დახმარებაში შევიდოდა თავად უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხები. „რით იქნებოდა ეს უკეთესი?" - აღნიშნა ორბანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღით არ ამარაგებს, სამაგიეროდ ბუდაპეშტი ბრიუსელის სახსრებს იყენებს და უკრაინის სამოქალაქო საჭიროებების დაფინანსებაში ეხმარება. ორბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, ხოლო დრო "ახლა რუსეთისთვის მუშაობს." ორბანის თქმით, ევროკავშირის ახალ პაკეტზე თანხმობით მან თავიდან აიცილა ევროკავშირის სახსრების დაკარგვის რისკი, რომელიც გენერალური ხაზინიდან ბუდაპეშტისთვის იყო გამოყოფილი. „ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეთანხმება თუ არ შედგებოდა და უნგრეთი გააგრძელებდა ვეტოს გამოყენების უფლებას, 26 ქვეყანა მაინც დათანხმდებოდა უკრაინაში თანხის გაგზავნას, რომელსაც ვერ შევაჩერებდი,“ განაცხადა ორბანმა. როგორც უნგრეთის პრემიერი ამბობს, ევროკავშირმა და უნგრეთმა შეძლეს გამოსავლის მოძებნა. „ბოლოს ჩვენ ვნახეთ გამოსავალი და ძალიან კარგი შეთანხმება. ჩვენ არ ვაგზავნით იარაღს უკრაინაში, ვიღებთ ფულს ბრიუსელიდან და შევიტანთ წვლილს უკრაინის სამოქალაქო დაფინანსებაში,“ – ამბობს ორბანი. Politico: ორბანის დარწმუნებაში მთავარი როლი მელონიმ და მაკრონმა ითამაშეს  

ორბანი: უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში მიღების შანსი ხელიდან 2008 წელს გაუშვეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანს შეფასებით, მიიჩნევს, უკრაინა არ უნდა გააწევრიანონ ევროკავშირში ან ნატოში და უმჯობესია "ბუფერულ ზონად" დარჩეს რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის, უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიების უზრუნველსაყოფით. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ იტყობინება. ორბანმა ეს განცხადება ავსტრიის ყოფილ კანცლერთან ვოლფგანგ შუსელთან საუბრისას, მედიაპროექტის European Voices-ის ფარგლებში განაცხადა. მას მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის „ბუფერულ ზონად“ უნდა იქცეს, რადგან მოსკოვი არასოდეს შეეგუება ევროკავშირსა და NATO-ში მის წევრობას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ 2008 წელს მართლაც იყო შესაძლებელი უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ალიანსში, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს და ამასთან „უკრაინის პერსპექტივები გაწევრიანებულიყო ევროკავშირსა და NATO-ში.“ „მოგწონთ თუ არა ეს, მოსწონთ თუ არა ეს უკრაინელებს, უკრაინა რუკაზე იქაა სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის ბუფერული ზონა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორისს, რა თქმა უნდა უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს არ დაეხმარება, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს. რუსეთი ისევ, ისევ და ისევ დაანგრევს უკრაინას. რუსეთი არასოდეს შეეგუება ევროკავშირისა და ნატოს უკრაინისნაირი წევრის გამოჩენას მის საზღვრებთან, არასდროს,“ - განაცხადა ორბანმა. მისი თქმით, NATO-ს შემადგენლობაში უკვე შედიან დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსებზე ბევრად ძლიერები არიან. ამიტომ, ვიქტორ ორბანს მიაჩნია, რომ კრემლი ვერ გაბედავს ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმას. თუმცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე მუდმივ თავდასხმას და მისი ახალი ნაწილების მითვისებას, თუ კიევი ვერ შეასრულებს ბუფერის როლს. ორბანის თქმით, მოსკოვი არ მოითმენს მის ზღურბლთან ისეთი სახელმწიფოს არსებობას, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრია. როგორც უნგრეთის პრემიერი ამბობს, ევროპა არ არის იმ მდგომარეობაში, უკრაინას საკმარისი იარაღი მიაწოდოს, ამიტომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ უკრაინას, როგორც ბუფერულ სახელმწიფოს, უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები უნდა მიეცეს.

ორბანი: თუ სერბეთი ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება სწრაფად არ გახდება, მას დავკარგავთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ახალი გაფართოების დაწყებამდე ევროკავშირმა ძველი გაფართოების ამოცანა უნდა შეასრულოს. „თუ სერბეთის ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად არ მოხდება, მაშინ მას დავკარგავთ. სერბეთს სხვა ვარიანტები აქვს. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ახლახანს გააფორმა,“ - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. როოგორც Politico წერს, სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა, მაგრამ მისი ევროინტეგრაციის გზა დემოკრატიული პროცესების უკანდახევისა და რუსეთთან და ჩინეთთან მჭიდრო კავშირების გამო შეფერხებულია.  

ორბანი: შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებისკენ მივდივართ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ NATO-ში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირების საკითხს, უნგრეთის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავს. ორბანის თქმით, ბუდაპეშტისა და სტოკჰოლმის დავა “დასასრულს უახლოვდება.” „შვედეთის პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებისკენ მივდივართ,” - განაცხადა ორბანმა. უნგრეთის პარლამენტი მუშაობას 26 თებერვლიდან დაუბრუნდება. უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რატიფიკაციის პროცესი არ დაუსრულებია. თურქეთმა ეს ნაბიჯი 26 იანვარს გადადგა.  

ტრამპი ორბანს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უმასპინძლებს - Bloomberg

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მიიღებს. Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს კურორტზე, სავარაუდოდ, 8 მარტს შედგება. ვაშინგტონში უნგრეთის საელჩომ, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავარაუდო შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.  

CNN ტრამპისა და ორბანის შეხვედრის დეტალებზე წერს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს შეხვდა. დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ვიქტორ ორბანი Heritage Foundation-ში, კონსერვატიულ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა. „ოჯახების მხარდაჭერა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა. ეს ევროპისა და აშშ-ის კონსერვატიულ ძალებს შორის თანამშრომლობის საერთო საფუძველია,“ - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი X-ზე. ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის ვიდეოკადრები ვიქტორ ორბანმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლებმა კი, განაცხადეს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და დონალდ ტრამპმა უნგრეთისა და აშშ-ის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, ძლიერი და უსაფრთხო საზღვრების მნიშვნელობა. დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესახებ კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც გააკეთა. „იცით, ვის ხვდება დღეს მარ-ა-ლაგოში? ორბანს უნგრეთიდან, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ დემოკრატია არ მუშაობს, იგი დიქტატურისკენ ისწრაფვის,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. როგორც CNN იტყობინება, ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ვიქტორ ორბანთან "მეგობრული" შეხვედრა გამართა. „შემდეგ, ავტოკრატი კონცერტზე წაიყვანა,“ იუწყება ამერიკული ტელეარხი. ერთ-ერთმა წყარომ შეხვედრა "სოციალურ შეხვედრად" შეაფასა, რომელიც დღის წესრიგის გარეშე შედგა, ხოლო ცალკეულმა წყარომ განაცხადა, რომ ეს იყო "მეგობრული" შეხვედრა,“ წერს CNN. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN- დაუდასტურა, რომ თეთრ სახლს არ მიწვევია ორბანი ბაიდენთან შესახვედრად.  

ორბანი ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს"

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს." ორბანი ტრამპს ფლორიდაში შეხვდა. „ჩვენ გვჭირდება ლიდერები მსოფლიოში, რომლებსაც პატივს სცემენ და შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. ის ერთ-ერთი მათგანია! დაბრუნდით და მოგვიტანეთ მშვიდობა, ბატონო პრეზიდენტო!" - დაწერა ორბანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. თავის მხრივ, ტრამპა განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი არის დიდი ლიდერი, რომელსაც პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. მანვე აღნიშნა, რომ ორბანის მასპინძლობა დიდი პატივი იყო. შეგახსენებთ, ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდოდ, „რესპუბლიკელების“ კანდიდატი იქნება. წინასწარი გამოკითხვებით, ის მოქმედ პრეზიდენტს და ასევე, სავარაუდოდ, „დემოკრატების“ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს უსწრებს. CNN ტრამპისა და ორბანის შეხვედრის დეტალებზე წერს  

ორბანი: ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინა-რუსეთის ომისთვის ერთ პენსაც კი არ გასცემს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ერთ პენსაც არ გასცემს უკრაინა-რუსეთის ომისთვის, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. გამოცემა M1-თან ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპი იყო დიდი ხნის განმავლობაში პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ომი არ დაუწყია.   „ვიცით, რომ მშვიდობის ადამიანია და ახლაც არ მალავს თავის შეხედულებებს, ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანია მშვიდობის მოტანა რუსეთსა და უკრაინას შორის ომში და ჩვენ არაფერი გვინდა მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის გარდა,“ - განაცხადა ორბანმა. ორბანის განცხადებით, ტრამპს აქვს საკმაოდ დეტალური გეგმები, როგორ დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გეგმები შეესაბამება უნგრეთის ინტერესებს.   „მას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რომელსაც ძნელია არ დაეთანხმო. ის ამბობს შემდეგს: ჯერ ერთი, რუსეთ-უკრაინის ომისთვის ერთ პენსაც არ გასცემს. ამიტომ ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ უკრაინას დამოუკიდებლად ფეხზე დგომა არ შეუძლია. თუ ამერიკელები ევროპელებთან ერთად ფულს და იარაღს არ მისცემენ უკრაინას, ომი დასრულდება და თუ ფულს ამერიკელებიც არ მისცემენ უკრაინას, მაშინ ევროპელები მარტო ვერ დააფინანსებენ ამ ომს და ომი დასრულდება,“ - აღნიშნა ორბანმა. ორბანი ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს"  

უნგრეთში ორბანის მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. Reutersის ცნობით, აქციის ორგანიზატორი იურისტი პიტერ მადიარი იყო, რომელიც ადრე ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული, 43 წლის მაგიარი ორბანის პარტია ფიდესს თებერვალში გამოეყო. ცოტა ხნის წინ კი, პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა. „ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და ვაშენებთ ახალ ქვეყანას, სუვერენულ, მოდერნულ, ევროპულ უნგრეთს," - განაცხადა მაგიარმა. ის ქვეყანაში მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების გატარების მოწოდებებით გამოდის. „ჩვენ არ გვეშინია“; „ორბანი გადადგეს!“ სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. მსგავსი დემონისტრაციები ბუდაპეშტში 15 და 27 მარტს, ასევე ათი ათასობით მოქალაქის მონაწილეობით გაიმართა.    

ორბანი: ირაკლი კობახიძე ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას.“ „მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ყველა გამოწვევის, ზეძალის მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის მოჭადრაკის, გროსმაისტერის უნარი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ,“ – განაცხადა ვიქტორ ორბანმა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით.  

ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, „მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს პარტნიორობის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგები.“ „ყურადღება დაეთმო სექტორული კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტების როლს ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ ეტაპზე გადასვლისკენ. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივას, ასევე - განათლებისა და კულტურის სფეროებში ნაყოფიერ თანამშრომლობას,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ორბანი: ირაკლი კობახიძე ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა